სიახლე 

ფოთელი სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს 29 07 20

ფოთელი, სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს. ის გაგრის ქუჩაზე მეუღლესთან და 6შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.ის თავდაპირველად, კუნძულ კოლიმბარზე ცხოვრობდა თუმცა, ივნისის თვეში სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა, და როგორც თავად ამბობს, მერიისგან მხოლოდ 200ლარიანი დახმარება მიიღო. ლელა სიჭინავას განცხადებით, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა მათ ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ის შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. ჩვენი ჯგუფი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ, ლელა სიჭინავას მათთვის ფართის მოთხოვნით არ მიუმართავს, თუმცა ის ყველა სოციალური პროგრამებით სარგებლობს. მაია მაკალათიას განცხადებით, ხვალ ლელა სიჭინავასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. სადაც მისი პრობლემების შესწავლა მოხდება.

მსგავსი სტატიები