სიახლე 

ფოთში საცხოვრებელი სახლების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს 29 07 20

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადის მოპირკეთების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია,, ბემა” ახორციელებს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები 29 ივნისს დაიწყო და 26დეკემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლების ფილებით მოპირკეთების სამუშაოები 2014 წელს შესრულდა, თუმცა მალევე მოსახლეობას ახლად გადახურული სახურავებიდან წყალი ჩაუვიდა, ასევე ფილების ჩამოვარდნის ფაქტიც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რის დროსაც რამდენიმე ადამიანმა დაზიანებაც კი მიიღო.

მსგავსი სტატიები