სიახლე 

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა 30 07 20

დღეს, ფოთის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისა და საგნობრივი კომპე ტენ ციის დამადასტურებელი გამოცდები პედაგოგებისთვის დასრულდა . ის, უკვე რამდენიმე წელია ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, განსხვავებულ პირობებში სხვადასხვა რეგულაციების გათვალისწინებით მოუწიათ. გამოცდებზე 1057 აბიტურიენტი და 197 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული. ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აგვიტოს პირველი ნახევრიდან გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები