სიახლე 

დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი”-ის წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ 30 07 20

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, დაარსებულია 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ისინი, ახორციელებენ გაეროს განვითარების დაფინანსებულ პროგრამას კოვიდ-19ის პრევინციისა და შეჩერების პოლიტიკის შესახებ. დღეს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი”-ის წარმომადგენლები ფოთში ვ.ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და ყველა ის პრობლემები განიხილეს რაც მათ აწუხებთ. ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს კვების პროდუქტები გადაეცათ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის მიზნობრივ დახმარებას, კვების პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ცენტრების საერთო სივრცეების დეზინფექციის დანადგარებს გადასცემს.

მსგავსი სტატიები