სიახლე 

დღეს ფოთში ,,კეფალის ფესტივალის” ფარგლებში მხატვრული პანო გაიხსნა 03 08 20

დღეს ფოთში ,,კეფალის ფესტივალის ფარგლებში მხატვრული პანოს გახსნა გაიმართა. პანო ქალაქის ცენტრში მოიხატა რომელიც, სიმბოლური გამოხატულებაა იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოთი შავი ზღვის ეკვატორიაში. პანოზე დაკრულია ფერადი თაბაშირის თევზები. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომდგენლები ესწრებოდნენ. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს გამოხატეს აზრი სტრიტ არტის განვითარებაზე ჩვენს ქალაქში. შეგახსენებთ რომ, კეფალის ფესტივალი კოვიდ 19-ის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდება რაც ნიშინავს იმას რომ, სტუმარი 15 აგვისტოს კეფალის ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე უნდა შევიდეს და უყუროს სხვადასხვა მიმდინარე პროგრამებას. „ფესტივალის ფარგლებში“ მოეწყობა ვიდეოექსკურსიები კოლხეთის პარკის საიდუმლოებებზე, აქტიური კრაფტი და საოჯახო „მხიარული სტარტები“. იქნება არაერთი პირდაპირი ჩართვის ზონა.

მსგავსი სტატიები