სიახლე 

ფოთში „კეფალის ფესტივალი“ გაიმართა 17 08 20

ფოთში, “კეფალის ფესტივალი” გაიმართა. ის “კოვიდ 19″ის გამო განსხვავებულ პირობებში, ონლაინ რეჟმში ჩატარდა. მოსახლეობას “კეფალის ფესტივალის” ფეისბუქ გვერდიდან ჰქონდა საშუალება ენახა ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული ღონისძიებები. ფესტივალის ორგანიზატორი, ნანა ტაბიძე, ოქროს ტბაზე შეკრებილ საზოგადოებას კეფალის ფესტივალზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჩატარდა არაერთი სპორტული აქტივობა . ფესტივალის ფარგლებში, “ქალთა კლუბის” ჩართულობით გაიმართა გარბენი, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა , რის შემდგომაც სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ვიდეოექსკურსიები, მომზადდა ადგილობრივი კერძები, ასევე შედგება მინილექცია event tourism-ზე. კეფალის ფესტივალი ჩვენ ქალაქში უკვე მეოთხე წელია იმართება.

მსგავსი სტატიები