ფოთში ბავშვთა საფეხბურთო სკოლა გაიხსნა 03 09 20
ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ცენტრი გაიხსნა.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში,მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები.
გახსნის ცერემონიას სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სფფ-ის წარმომადგნლები, სხვადასხვა თაობის ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
საზეიმო ცერემონიალზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „ჭაბონამას“ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდა.
ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.