ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 03 09 20
ფოთის ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც ნატოს ჯარების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოდან, თურქეთიდან და ამერიკიდან. ერთ ერთ თურქეთის მოქალაქეს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. შეხვედრას 13 პირი ესწრებოდა , მათ შორის იყო ფოთის ნავსადგურის 2 წარმომადგენელი. ინფიცირებული პირი ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას სატელეფონო კომენტარს.ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას თქმით, ორივე პირი თვითიზოლაციაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.