სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 04 09 20

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, და დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.

მსგავსი სტატიები