სიახლე 

ფოთში ინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ 14 09 20

ფოთში, კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ქონდა კონტაქტი. პაციენტი ქობულეთის ცხელების კლინიკაშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგებმა გუშინ 32 კონტაქტი მოიკვლიეს. მათი ნიმუშები პისეარ კვლებისათვის გაგზავნილია. რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 არასრულწლოვანია. რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, სამი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. ნაწილი პაციენტების საშუალო სიმძიმისაა, ნაწილს კი ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ. ბოლო სამი დღის განმავლობაში კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ამჟამად, საავადმყოფოში ჯამში 65 პაციენტია. აქედან, 62 დადასტურებული შემთქვევა, ხოლო სამი ცხელების ნიშნით არის მოთავსებული

მსგავსი სტატიები