სიახლე 

ფოთში გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა 14 09 20

“ევროპული საქართველოს” ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ, “ევროპულ სახლში ” ბრიფინგი გამართა, რომელზეც შეაფასა “ქართული ოცნების ” რეაქცია კოვიდ- 19 -თან მიმართებაში. როგორც მან განაცხადა, მმართველი პარტია “კოვიდ-19″ -ის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. გიგა ბოკერიას თქმით, სახელმწიფო მეტად მომზადებული უნდა დახვედროდა ინფექციის გავრცელებას და სპეციალური პალატებისა და რესპირატორების მოძიება-მობილიზება პირელი ტალღის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო გიგა ბოკერია გამოქვეყნებული კვლევების შედეგებსაც შეეხო გიგა ბოკერიამ არჩევნებში მის ერთ-ერთ კონკურენტზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მურთაზ ზოდელავაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პატივს სცემს.მაგრამ მთავრი გამოწვევა არის არა ცალკე კონკურენტები, არამედ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება

მსგავსი სტატიები