სიახლე 

დღეს ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა 15 09 20

დღეს ფოთში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც, დისტანციური სწავლების მეთოდი გააპროტესტეს. აქვე ისაუბრეს დისტანციური სწავლების უარყოფით გავლენაზე. მონაწილეთა განცხადებით ქალაქში მშვიდი ეპიდ სიტუაციაა და სკოლებშიც ყველა პირობაა იმისთვის რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს. დღევანდელი რეალობა კი ჩაშლილ სასწავლო პროცესს ნიშნავს. შეგახსენებთ რომ თამარ ფაჩულია პარტია ,,თავისუფალი საქართველო”ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი, ხობი სენაკის საარჩევნო ოლქში.

მსგავსი სტატიები