სიახლე 

ფონდი „ბილივი“ ახალგაზრდებს პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს 14 09 20

ფონდი ბილივი ახალ საგანმანათლებლო წელს იწყებს და ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტს სთავაზობს. ფონდი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ხელშეწყობას და იწყებს ახალგაზრდების მიღებას მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ახალგაზრდები ტრადიციულად ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში და მთელი წლის განმავლობაში შეხვდებიან მოწვეულ სპიკერებსა თუ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო თემებზე; ექნებათ საშუალება, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სასურველი მიმართულებით და ჩაერთონ “ბილივის” სოციალურ კამპანიებში.

მსგავსი სტატიები