სიახლე 

ფოთში 9 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება 16 09 20

ფოთში გზების ავარიული მდგომარეობა მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, საუკუნის პროექტად წოდებული კანალიზაციისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ტაჰალ გრუპის“ მიმართ პრეტენზიებიც არაერთხელ გაჟღერებულა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ 9 ქუჩაზე, სადაც კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში 3 კმ-იან გზის მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა. პარალელურად, ფოთში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე 7 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8მილიონ 285ათას 296 ლარი იხარჯება.

მსგავსი სტატიები