სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 5 ახალი პაციენტია მოთავსებული 16 09 20

ფოთის ჰოსპიტალში, რესპირატორული სიმპტომებით 5 პაციენტი მოათავსეს. ისინი ფოთიდან და ლანჩხუთიდან არიან. მათი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის პსუხები, გვიან ღამით გახდება ცნობილი. „ცხელებიანი პაციენტი გვყავს ხუთი: 6, 17, 17, 18 წლის პაციენტები ფოთიდან და 39 წლის ქალი ლანჩხუთიდან. ხუთივე მოთავსებულია ბოქსირებულ, იზოლირებულ პალატებში. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციურში პისიარ კვლევისთვის, ველოდებით პასუხებს“_ განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოქსირებულში მთავსებულ ერთერთ პაციენტს, რომელიც 112-ის ბრიგადამ ოზურგეთიდან ჩამოიყვანა, პისიარკვლევით კოვიდ-19 დაუდგინდა. ის ქობულეთის ცხელების კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

მსგავსი სტატიები