სიახლე 

ფოთში შუახნის ქალს კოვიდ -19 დაუდასტურდა 17 09 20

ფოთში, შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას ვირუსი გუშინ სწრაფი ტესტით გამოუვლინდა. გადამოწმების მიზნით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გაიგზავნა და დადებითი პასუხი ამ დილით გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, ვირუსი მას სწაფი ტესტით დაუდგინდა ინფიცირებულის ორი კონტაქტის, პისიარკვლევის შედეგი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. შუახნის ქალი სავარაუდოდ ბათუმში დაინფიცირდა. ამჟამად ოჯახის წევრების და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. ასევე, ინფიცირებულის საცხოვრებელ სახლს და სამუშაო ადგილს სადენზინფექციო სამუშაოები უტარდება. რეგიონში მიმდინარე ეპიდ სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას კომენტარს.

მსგავსი სტატიები