სიახლე 

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება 17 09 20

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრმა 6 თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა, დასი ახალი სეზონისთვის 2 ახალ პრემიერას შესთავაზებს მონატრებულ მაყურებელს, მარტინ მაკ დონაჰის მიხედვით, სილამაზის დედოფალი ასე ჰქვია პიესას რომელზეც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მუშაობს, სპექტაკლში სულ 4 მსახიობი ნიარა ჭიჭინაძე, მარიკა ბუკია, ბექა ჯუმუტია და დედაქალაქიდან მოწვეული მსახიობი ნიკა ზაქარეიშვილია დაკავებული. სპექტაკლის მხატვარი კი ლიზი ჭიჭინაძეა პარალელურად დასი მეორე პრემიერისთვისაც ემზადება დონაჰაიუს რომანის მიხედვით ოთახი ასე ჰქვია ერთ მოქმედებიან პიესას რომელშიც თეატრის 3 მსახიობი ანი ანდღულაძე გიორგი სურმავა და გენადი შონია არიან დაკავებული ხოლო პატარა ჯეკის როლზე საბავშვო თეატრალური სტუდია არგოს მსახიობი ნანიკო მაღრაძეა დაკავებული სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია ავთანდილ დიასამიძე მუსიკალური გაფორმება კი დიმიტრი დიასამიძეს ეკუთვნის.

მსგავსი სტატიები