სიახლე 

ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტ პლენერს მასპინძლობს 17 09 20

ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტ პლენერს მასპინძლობს. მასში 19 მხატვარი მონაწილეობს. პლენერი ღია ცის ქვეშ ფოთის სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება. პლენერის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი გამოფენა მოეწყობა, რომელზეც მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. პლენერში მონაწილე მხატვრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი სტატიები