სიახლე 

ფოთში COVID-19 -ს 4 შემთხვეევა დაფიქსირდა 18 09 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დილის მონაცემებით ფოთში კორონავირუსის 4 დადასტურებული შეთხვევაა. ინფიცირებულთა წყაროებიდან ერთი თბილისის მეორე კი ბათუმის კლასტერს უკავშირდება . თვითოზოლაციაში 43 ადამიანი იმყოფება,აქედან 2 საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ხუთი პაციენტი იმყოფება. ორი ქალი და სამი მამაკაცი. ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გუშინ კლინიკაში მყოფ, კიდევ ორ პაციენტს, მიგინეიშვილის თქმით მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ და კლინიკა უკვე დატოვეს.

მსგავსი სტატიები