სიახლე 

მაჟორიტარობის კანდიდატი აპოლონ გარუჩავა საოლქო კომისიას ედავება 18 09 20

ფოთი, ხობი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აპოლონ გარუჩვამ ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისის გადაწყვეტილება გააპროტესტა. გარუჩვას განცხადებით მისი უფლებები დაირღვა და საოლქო კომისიამ დარღვევები მხარდამჭერთა სიებში უსამართლოდ დაუფიქსირა. საპასუხოდ ფოთის #70ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა აპოლონ გარუჩავა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. და პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისად მოხდა მისი დარეგისტრირება. კანონმდებლობის შესაბამისად აპოლონ გარუჩავას ნდობით აღჭურვილ პირებს გადაეცათ მხარდამჭერთა სიის ბლანკი და მოეთხოვათ მინიმუმ 1083 ხელმოწერის წარმოდგენა. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელმოწერები, თუმცა მათი შესწავლის შედეგად გამოვლენილ იქნა ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად 2 დღიანი ვადა განესაზღვრათ საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმეორედ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მხარდამჭერთა სიებში არ დადგინდა ნამდვილი ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა, რის გამოც, კანდიდატი აპოლონ გარუჩავა მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მაჟორიტარობის კანდიდატს 1 დღის ვადაში შეუძლია.

მსგავსი სტატიები