სიახლე 

ფოთში თვითმმართველობის სკოლა გაიხსნა 21 09 20

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რეფორმატორმა ასოციაციამ“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. მათ მიერ წარდგენილ პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ეწოდება და 20 ფოთელ ახალგაზრდას საშუალება ეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციურ ლექტორებთან ტრენინგები გაიარონ. ორგანიზატორების განცხადებით პროექტი ახალგაზრდების თვითმმართველობში უფრო მეტად ჩართულობას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები