სიახლე 

ირაკლი ხახუბია ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა 21 09 20

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში მზარელუას, ილიას ,შევჩენკოს, 8 მარტის და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, მაჟორიტარობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. კანდიდატის თქმით ფოთში, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, 8 მარტის ქუჩაზე მოეწყო ევროსტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა, გაიწმინდა მდინარე კაპარჭა. დასრულების ეტაპზეა სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა, ასევე წლის ბოლომდე დასრულდება. ილიას ქუჩაზე ცენტრალური საფეხბურთო სტადიონიც. ირაკლი ხახუბიას განცხადებით, მიუხედავად იმისა ბოლო წლების განმავლობაში, ამ უბნებში , ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ბევრი პრობლემაც გადაიჭრა, მაინც რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარება მმართველი გუნდის უპირველესი ამოცანაა.

მსგავსი სტატიები