სიახლე 

ფოთში მხატვართა პლენერი გაიმართა 21 09 20

ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტპლენერს მასპინძლობს. დღეს ხელოვანთ სკვერში შემაჯამებელი დასკვნითი გამოფენა გაიმართა, რომელზეც მხატვრების მიერ პლენერზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. პლენერის დასკვნით გამოფენას აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ მხატვრებს პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს. წელს შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტპლენერში 19 მხატვარი მონაწილეობდა. პლენერი ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი მხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობაა.

მსგავსი სტატიები