სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის შემთხვევები ისევ დაფიქსირდა 21 09 20

ფოთში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ყველაზე უმცროსი 19 წლისაა. მათივე განცხადებით, ეს შემთხვევა სავარაუდოდ ბათუმის კლასტერს უკავშირდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, გუშინ 18:00 საათიდან ფოთის ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო, როგორც კოვიდ კლინიკამ რომელიც გათვლილია 40 საწოლზე. ამ წუთის მდგომარეობით 7 კოვიდ დადასტურებული პაციენტი იმყოფება სამი ფოთიდან, ორი ბათუმიდან, ერთი სამტრედიიდან და ერთი სუფსიდანაა უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ფოთში კორონავირუსის სულ 13 შემთხვევა დაფიქსირდა. სტაციონარში მკურნალობას 5 პაციენტი გადის. დანარჩენები, კი რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, საკარანტინე სივრცეში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მთლიანად რეგიონში კი გაძლიერებულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში, ბინებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. რუხის კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტია, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათის სკოლაში კი „კოვიდ 19“ მოსწავლესა და მასწავლებელს დაუდასტურდა , სკოლა დაიხურა და მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

მსგავსი სტატიები