სიახლე 

ფოთში ხობსა და სენაკში ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ფაჩულია იქნება 23 09 20

ფოთში, ხობსა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატად თეიმურაზ ფაჩულია დასახელდა. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში მან განაცხადა რომ წარმოდგენილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხება არამხოლოდ ქალაქ ფოთს და ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც, არამედ მთლიანად საქართველოს, ფაჩულიას თქმით საჭიროა იმ დარგების აღორძინება, რომელიც ტრადიციული იყო რეგიონისთვის, ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაზე და უმაღლესი სასწავლებლების არარსებობაზე, უახლოეს დღეებში ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება უკვე სტუდიიდან ვრცლად მიიღოს ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ

მსგავსი სტატიები