სიახლე 

დღეს ფოთში ბაზრის მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს 23 09 20

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპტოტესტებდნენ. მათი თქმით, ისინი წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათთან შენობის მეპატრონე ნოდარ კორსანტია მივიდა და მერიის გადაწყვეტილება გააცნო,სადაც იუწყებიან უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ,მას შემდეგ მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბაზრის მიმდებარედ მეგრელიშვილის ქუჩაზე სამანქანო გზა გადაკეტეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე ნებართვის გარეშე დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამ ეტაპისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მსგავსი სტატიები