სიახლე 

ფოთში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 09 20

ფოთში, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმიური კვლევისას გამოვლინდა, ხუთი შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება. ,,მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამ დროისთვის ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია.“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი სტატიები