სიახლე 

ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა 30 09 20

ფოთში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს. მათი პრეტენზიები საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხსაც შეეხო. „რაც ხდება ამ ოლქში, იგივე ხდება დანარჩენ ოლქებში მთელ საქართველოში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ კომისიებმა შეასრულონ კომისიების ფუნქცია, ანუ დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია. თუ ამ ფუნქციას კომისიები არ შეასრულებენ, მაშინ ვიცით ვის უნდა მივმართოთ. ხალხი იქნება ჩვენვის არბიტრი და ამიტომ წაგებასაც უნდა ღირსება. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ვიღაცა მარო დეიდა სხვანაირ ოქმს დაწერს და ჩვენ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, ეს ასე არ იქნება. ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში ხალხს და ქართველი ხალხი გახდება ეროვნული კომისიაც, საოლქო კომისიაც და ყველანაირი კომისია ამ ქვეყანაში“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მურთაზ ზოდელავამ. ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა. „როდესაც ჩვენ ვირჩევთ საუბნო კომისიის თავისუფალ წევრებს, ვაცხადებთ კონკურსს, შესაბამისად ვიღებთ განცხადებებს. ამიტომ საოლქო კომისიას არ ევალება გამოიძიოს თუ რომელი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან ისინი. ამიტომ ოპოზიციის ბრალდება მიმაჩნია უსაფუძვლოდ” – განაცხადა სალომე როდონაიამ.

მსგავსი სტატიები