სიახლე 

ფოთელი ნიჩბოსანის მორიგი წარმატება 01 10 20

უნგრეთში ქალაქ სეგედში მსოფლიო თასი ნიჩბოსნობაში ჩატარდა, სადაც საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა მურმან მალანიამ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი სადაც პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს 8 საუკეთესო სპორტსმენთან ერთად ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. სადაც კანოე მიქსში და ერთ ადგილიან კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე იასპარეზა. აღსანიშნავია რომ მურმან მალანიასთან ერთად ფინალში ქართველი ზაზა ნადირაძეც ასპარეზობდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსგავსი სტატიები