სიახლე 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში მოსახლეობას შეხვდა 07 10 20

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში წმინდა გიორგის, ფაზისის, ჯიქიასა და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ამ უბნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა. კანდიდატის განცხადებით, წმინდა გიორგის ქუჩაზე საზღვაო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან 1000-ზე მეტ სტუდენტზე გათვლილი ეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლებელი შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა შეიძინონ. უახლოეს დღეებში გზის სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყება ფაზისისა და აბაშიძის ქუჩებზე, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.

მსგავსი სტატიები