სიახლე 

ფოთში “კოვიდ19”-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 07 10 20

ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმური კვლევისას გამოვლინდა, სამი შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. „მიმდინარეობს ეპიდკვლევა, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ფოთის კოვიდ კლინიკაში ამ დროისთვის 27 პაციენტი მკურნალობს. აქედან სამი ფოთელი „პისიარ“ კვლევის პასუხს ელოდება.

მსგავსი სტატიები