სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა 12 10 20

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის გუშინ გაიგზავნა.
„ექვსივე ბიოლოგიური მასალა ინფიცირებულის კონტაქტებია. ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 14-ზე დადებითი პასუხია.
აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 1 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას.
2 შემთხვევაა სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, მიმდინარეობს მათი წყაროების მოიება.
1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 231 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთის კლინიკიდან გაეწერა 3 კოვიდ პაციენტი, რომელთაგან 1 ფოთელია, ხოლო 2 კი გურიის რეგიონის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი, ორივე ზუგდიდის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 131 ადამიანი.

მსგავსი სტატიები