სიახლე 

„ლელო“- ს წარმომადგენლებმა ქობულეთში აქცია მოაწყვეს 12 10 20

ხმაური და შეხლა შემოხლა იყო ქობულეთის აგრარულ ბაზარში . დაპირისპირება “ლელოს” მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ცივაძის თქმით ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებას და კამპანიის თავისუფალ წარმოებას უშლის. ცივაძეს განცხადებით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გუშინ ლელოს 2 აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ “ლელოს” წევრებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ბაზრის მფლობელმა, ალექსანდრე რომანაძემ ლელოს წევრებს უთხრა, რომ ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის გატარებას “ლელოს” პარტიის წარმომადგენლებს არ მისცემს, რადგან წლების წინ სწორედ თიბისი ბანკის მიერ იქნა დაზარალებული. რომანაძეს განცხადებით ის ქართულ ოცნებას უჭერს მხარს.

მსგავსი სტატიები