სიახლე 

ფოთში მესამე საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა 13 10 20

ფოთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის კიდევ ორ პედაგოგს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. სკოლაში პირველი შემთხვევა 9 ოქტომბერს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციისა და სამინისტროსთან შეთანხმებით მე-3 საჯარო სკოლა ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ფოთის რესურსცენტრის დირექტორის თქმით საბოლოო გადაწყვეტილება საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მე-3 საჯარო სკოლაში სულ 950 მოსწავლეა რეგისტრირებული და ყველა მოსწავლე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. ფოთის დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები