სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა 16 10 20

ფოთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ,,ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია, მეორე კი მედიკოსია. მუხედავად ფოთში კორონავირუსის შემთხვევათა მატებისა, ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.”- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 40 -ზე დადებითი პასუხია. აქედან გუბერნატორის ინფორმაციით 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 27 შემთხვევა კი ზუგდიდში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 2 შემთხვევაა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, როემლიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში- 158 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სტატიები