სიახლე 

ზუგდიდში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 16 10 20

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და უკვე მიღწეული შედეგები წარუდგინეს. შეხვედრაზე თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა – მეწამრმეებმა და ფერმერებმა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის მაჩვენებლები, ასევე ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა მიმოიხილეს.

მსგავსი სტატიები