სიახლე 

ევროკავშირის გრანტით ფოთის სამუსიკო სასწავლებლის ეზო მოეწყო 16 10 20

ფოთში არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ისტორიულ ეზო- ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტის რეაბილიტაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის—,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” — ფარგლებში გაცემული ქვეგრანტით ხორციელდება . პროექტით გათვალისწინებულ სამუშაობს შ პ ს ,, მშენებელი 88′ აწარმოებს. . ამჟამად ეზო-ბაღის ტერიტორიაზე განახლებულია ბილიკები, დაგებულია მოზაიკური ფილები, დამონტაჟებულია დეკორატიული ლითონის მერხები და განათების სისტემა. განახლებულ ეზო-ბაღში ღია სივრცეში, შესაძლებელი გახდება საზოგადოების დისტანცირებით, არტ-აქტივობების ჩატარება. აღსანიშნავია რომ სახელოვნებო სასწავლებლის პირველი კორპუსი და მისი ეზო-ბაღი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულების მქონეა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ნიკო ნიკოლაძის მიერ ფოთში მოწვეული გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკეს მიერ არის დაპროექტებული.

მსგავსი სტატიები