სიახლე 

შვიდკაცა ფეხბურთში ფოთის ჩემპიონი “ჭაბონამა” გახდა 19 10 20

17 ოქტომბერს ფოთში ე.წ. “მალანიას” სტადიონზე შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 3:2 “კუნძულს ” სძლია. მატჩი დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. “კუნძული” მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა და მოგების შანსიც ჰქონდა, როცა თამაშის მიწურულს, 2:2 ანგარიშისას გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირეს და გოლი არ ჩაითვალა. მალევე უკვე ჭაბონამამ შესძლო გამარჯვების გოლის გატანა და თასსაც დაესაკუთრა. აღსანიშნავია, რომ შპს.”აისბერგ2″-ის დირექტორმა ირაკლი ვეკუამ გუნდებს ფულადი პრიზებიც გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი “ჭაბონამა” 500 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი “კუნძული” 300 ლარით დაჯილდოვდა ჭაბონამამ” რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სტატიები