სიახლე 

მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი გამართა 19 10 20

“ძალა ერთობაშიას” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი მოაწყო. იგი ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას ნებისმიერ მედიასივრცეში, საჯარო დებატებში იწვევს. ზოდელავა ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. იგი დღეს მმართველ გუნდს მათი ხელისუფლებაში ყოფნისას დაწყებული, ინვესტირებული პროექტების დაუსრულებლობაშიც ადანაშაულებს. ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შტაბში აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ, დებატებზე უარს აცხადებენ და კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი სტატიები