სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 19 10 20

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. გუბერნიის მონაცემებით ფოთში მხოლოდ 4 შემთხვევაა, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა. 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში,
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი, მათგან 4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის და 5 კი აჭარის რეგიონიდანაა
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სტატიები