სიახლე 

ფოთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს 19 10 20

ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის სკვერში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ფოთის,ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. ირაკლი ხახუბიამ შეკრებილებს ქალაქში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები გააცნო და ასევე შემგდომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ასევე ხობსა და სენაკში გაიმართა.

მსგავსი სტატიები