სიახლე 

ფოთში სპინინგით თევზჭერაში ტურნირი ჩატარდა 19 10 20

საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით 18 ოქტომბერს ფოთში ე.წ დამბის ტბაზე სპინინგით თევზჭერაში წლის დასკვნითი ტურნირი “ფოთი 2020” ჩატარდა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მეთევზეები მონაწილეობდნენ. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი “ქუთაისი ფიშერს”-მა მოიპოვა, მეორე “არეა მასტერს”-მა ხოლო მესამე ადგილზე “ზასტავა სპინ” გავიდა. ინდივიდუალურ პირველობაში სამივე საპრიზო ადგილი ქუთაისის წარმომადგენლებმა დაიკავეს, პირველი შედეგი მიხეილ კაპანაძემ აჩვნა, მეორე ბესიკ სვანიძე იყო, ხოლო მესამე ადგილზე ზურაბ კუხიანიძე გავიდა აღსანიშნავია რომ ტურნირის განმავლობაში 400-მდე თევზის დაჭერა შესძლეს. ტურნირის მონაწილეების თქმით მიუხედავად ბრაკონიერობის ფაქტებისა ფოთის წყალსატევებში თევზის სახეობების მრავალფეროვნება აღინიშნება და იმ შემთხვევაში თუ მათ სათანადო ყურადღება მიექცევა, ფოთში სათევზაო ტურიზმის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს.

მსგავსი სტატიები