სიახლე 

საქართველოში ხორბალი ძვირდება 21 10 20

საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც. ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს. მისივე თქმით, ფქვილი არ არის ერთადერთი კომპონენტი პურის ფასში, რომლის ღირებულებაც გაუფასურებული ლარის გამო იზრდება. თუ რა მდგომარეობაა ხორბლის მარაგების მხრივ ფოთში , ამის შესახებ ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორს ქეთევან კუბლაშვილს გავესაუბრეთ ინტერვიუ სატელეფონო აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესო იმპორტიორი რუსეთია, სადაც ერთი ტონა საექსპორტო ხორბლის ღირებულებამ 250 დოლარს მიაღწია მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 195 დოლარი იყო.

მსგავსი სტატიები