სიახლე 

ფოთში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 10 20

ფოთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. კორონავირუსი გამოუვლინდათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც. მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. — რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია. მათგან ფოთში, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით. 6 შემთხვევაა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში – 197 ადამიანი იმყოფება. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სტატიები