სიახლე 

ფოთის ბაზრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს 21 10 20

აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობამ დღეს განცხადება გაავრცელა, მათი თქმით ხელისუფლების მხრიდან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია არ ხდება, რაც საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ნოდარ კორსანტიას განცხადებით ადმინისტრაცია მზადაა საკუთარი ძალებით ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ამისათვის საჭიროა დეზინფექციის მიმდინარეობის დროს ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეთა გაყვანა მოხდეს, რაშიც მერია უნდა ჩაერთოს. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაში სადეზინფექციო სამუშაოები, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სისტემატურად მიმდინარეობს და ბაზრის ადმინისტრაციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

მსგავსი სტატიები