სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები ზუგდიდის მოვლენებს აფასებენ 22 10 20

გუშინ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით. მას მძევლად, როგორც მომხმარებლები ისე ბანკის თანამშრომლები ჰყავდა აყვანილი. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, ბოროტმოქმედის მოთხოვნების შესრულების შემდეგ, მოხერხდა მძევლების უმეტესობის გათავისუფლება და მან გვიან ღამით სამ მძველათან ერთად ბანკის შენობა დატოვა. შეიარაღებულმა მძარცველმა მოგვიანებით სამივე მძევალი გაუშვა და ტყეს შეაფარა თავი. გუშინდელ მოვლენებს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ფოთელ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა ინტერვიუები სამწუხაროდ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის მმართველი პარტიიდანაც კომენტარისგან თავი შეიკავა

მსგავსი სტატიები