სიახლე 

ფოთის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ 22 10 20

ფოთში, 11-ვე საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისივე თქმით, კორონავირუსი 8 საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. თუმცა გვაქვს გამონაკლისი შემთხვევებიც ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გასავლასთან დაკავშირებით მიმართა. სასწავლო პროცესს სკოლის კედლებში აგრძელებს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაც.

მსგავსი სტატიები