სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 10 20

ფოთში, დღეს კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მათ შორის არიან ბავშვებიც. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშებიდან 69 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 3 შემთხვევაა სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობსა და აბაშაში. ასევე1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა . რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და 1 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 177 ადამიანი.

მსგავსი სტატიები