ცესკომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთათვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა 23 10 20
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.
მათ განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს:
2 51 00 51 (0)
ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.