სიახლე 

სენაკში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა 26 10 20

სენაკში საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს. ჭადრაკის სახლი სიმბოლურად სენაკის მერმა და მიხეილ ქურდოვანიძის შვილმა, გახსნეს. მსურველებს თამაშს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, შეასწავლიან. სენაკს საჭადრაკო ცხოვრების და გამოჩენილ მოჭადრაკეთა აღზრდის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ამ ეტაპზე სასპორტო გაერთიანების“ ჭადრაკის სექციაში 50 მოზარდი ირიცხება.

მსგავსი სტატიები